X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

თქვენ მუშაობდით და თქვენს საქმეს აკეთებდით, აწვდიდით ინფორმაციას საზოგადოებას, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ

28 ივნისი 2019

„ჟურნალისტები მუშაობდით და თქვენს საქმეს აკეთებდით, აწვდიდით ინფორმაციას საზოგადოებას, რისთვისაც პირადად მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან სამწუხაროა რომ ჟურნალისტები და მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც არ მონაწილეობდა ძალადობაში, დაზიანდნენ და ასევე დაზიანდნენ პოლიციელები, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული, ხელისუფლებაში არავის უნდოდა ასეთი ფაქტები მომხდარიყო. როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ მასობრივი არეულობის გამომწვევი პირების პასუხისმგებლობაა, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ ქმედებებს სამწუხაროდ ყოველთვის მოჰყვება გარკვეული ზიანი და ზოგ შემთხვევაში მსხვერპლიც. გაგვიმართლა , რომ მსხვერპლი არ ყოფილა,“ - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა არ დაუშვას კონსტიტუციის დარღვევა და ინსტიტუციებზე შტურმი, რაც აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რისთვისაც მინისტრს და თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ეკუთვნის მადლობა.